განცხადება/მიმართვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, სამართლიანი არჩევნები , საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ღია საზოგადოების ფონდი განცხადებას ავრცელებენ ხვალ, 14 დეკემბერს, ქართული ოცნების მიერ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

«ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.» — წერია განცხადებაში.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

„მე და ჩემი გუნდი პატიოსნად ვემსახურეთ ქვეყანას»-გიორგი კვირიკაშვილი

უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, გაუგებარია – პრეზიდენტი მმართველ გუნდს აკრიტიკებს

„ნაციონალური მოძრაობის დასრულება მამით უნდა დაიწყოს“- მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძეზე

დატოვე კომენტარი