განცხადებები

«არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ ვაპირებ! ყველა არის სააკაშვილის ქოლგის ქვეშ»-ბოკერია

პარტოა «ევროპული საქართველოს» ლიდერები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა:

«მთელი ეს საუბრები, რომ კარგია ერთობა, არის ჰაერის გამოშვება უბრალოდ და მხოლოდ საზიანოა, მითუმეტეს იმ ხალხისგან, რომლებიც თითქოს შინაარსით ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, ყველა არის სააკაშვილის ქოლგის ქვეშ და მაინც ცალ-ცალკე უნდათ ყოფნა.

არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ ვაპირებ! გაერთიანება კი არა საზოგადოების ნდობის მოპოვებაა მთავარი. ისე, შესაკრეთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ჩვენ ვიყავით კოორდინაციის ინიციატორები, იქ სადაც ეს მიგვაჩნდა პრაგმატულად საჭიროდ და ამას და დაუპირისპირდა “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”. იგივე ხალხი ლაპარაკობს გაერთიანებაზე, რაც არის ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტყუილი და ფარისევლობა»-განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი პოსტები

«მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი»-რა განცხადება გაავრცელა ზარდიაშვილმა?

სოსო პავლიაშვილი პოზნერთან სკანდალის შემდეგ რუსეთს მიმართავს

«ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”

დატოვე კომენტარი