მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის შენობაში დაკითხვაზე დაახლოებით 9 საათი იმყოფებოდა, განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ მაჩალიკაშვილმა პირველი კომენტარიც გააკეთა:
„არანაირი სიახლე არ ყოფილა. მიცემული ჩვენების განმეორება იყო. სხვა არაფერ არ იყო, არანაირი სიახლე არ არის, არანაირი ისეთი შეკითხვა არ ყოფილა,“
„არ მინდა ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ. კითხვები იყო მიცემული ჩვენების ხელმეორედ გამეორება,“ — აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.