ანალიტიკაპუბლიკაციები

არავისი თანხმობა და ნებართვა არ მჭირდება…

შობის აღნიშვნა 25 დეკემბერი, რომ არის ფუნდამენტური, ღერძული, მოსკოვის იდეური გავლენის სუპერმნიშვნელოვანი, ქვაკუთედი მენტალური საკითხი, იმედია მოაზროვნე ფრენდებს ახსნა არ სჭირდება.
25 დეკემბერი არის ცივილიზებულ თავისუფალ სამყაროსთან თანაზიარების, მოსკოვის გავლენიდან გამოსვლის თემა და ეს არ და ვერ შეიცვლება სანამ მასკოვიის გავლენა არსებობს..
როგორც კი გავლენა დასუსტდება მყისიერად გადავალთ ნორმალურ კალენდარზე, უკრაინის ტომოსსაც მყისიერად წაიკითხავენ და აღიარებენ.
არ ვთვლი რომ დღევანდელ სიტუაციაში, როცა მასკოვიის «მზე» ჰორიზონტს მიღმა ჩასვენების რეჟიმშია საჭირო იყოს რამენაირი რადიკალიზმი და გამწვავება.
არც რამენაირი მოწოდებები, შეგონებანი, წუწუნი და თავზე ნაცრის ყრა უშველის.
ფრიად მარტივი ამბავია.
არავისი თანხმობა და ნებართვა არ მჭირდება.
ჩემთვის შობას 25 დეკემბერს აღვნიშნავ და თქვენც გილოცავთ.
მრავალს დაესწარით თავისუფალ საქართველოში.
თეიმურაზ ზაქრაძე, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი

მსგავსი პოსტები

,,ერთმორწმუნე» რუსეთის გაკვეთილები

Joni Kvaracxelia

,,ქურდები“ და ბანდიტები

ძაღლები, სახელისუფლებო ძველი ბიჭები და უბრალოდ, ბიჭები

დატოვე კომენტარი