განცხადებები

«არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება…ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?»-გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია» პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის ახალ ინიციატივას, ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით გამოეხმაურა:

„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. „ქართული ოცნების» ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მლნ-ზე მეტი. არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება, დარწმუნებული იყავით ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. ჯერ ერთი ამას გაასაღებენ და მეორე, დიდი ბოდიში მომიხდია და თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე. მაპატიეთ, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ?არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც? მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა»,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით»-კობახიძე სტიქიის ზონიდან გაყვანილებზე

roma sajaia

„ევროპული საქართველო“ აღარ სჭირდება და შლის! ჯიგარი ხარ,ბ-ნო ბიძინა!“

«ტრადიციული ოჯახი გვაქვს…»-ვარლამ გოლეთიანი ოჯახზე და ცხოვრების დეტალებზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი