განცხადებები

«აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და საუბრობდე იმ კოშმარებზე რაც ხდებოდა ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს”-გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა:

„მე მოველოდი, რომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც შევცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებები, პროცესს გავხდიდით საჩვენებელს, არა როგორც ერთი ადამიანის მეორეზე ძალადობით, არამედ იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ და საზოგადოებამ გადაიტანოს თავისი ტკივილი და შექმნას უკეთესი პრეცედენტი.

იყო იდეები და მოსაზრებები, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ საზოგადოებიდან თუ როგორ უნდა წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, წინ წასვლა არც ერთი კონცეფციით არ მომხდარა.

მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ტკივილი და ტრაგედიები გაურკვეველი ფორმით დავაკონსერვეთ. ეს შემაშფოთებელია. თუმცა, ამაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ როდესაც 6 წლის განმავლობაში პოლიტიკურად ეს თემა არის აწეული მაღალ ტემპერატურაზე, მუდმივად გვესმის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის დიდი ბოროტება, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად. ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად შენ ამბობდე და აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და საუბრობდე იმ კოშმარებზე რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს”, –აცხადებს გიორგი მარგველაშვილი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

შსს-ს საგანგებო განცხადება, სამინისტრო ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა

მორიგი გაფრთხილება ანონიმუსისგან

«8 მარტის შეთანხმების საფუძველზე ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს»

დატოვე კომენტარი