სხვადასხვა

“ან თავს მოვიკლავ, ან რაღაცით დამეხმარონ”-აფხაზეთიდან დევნილმა სასტუმროს სახურავიდან გადმოხტომა სცადა

აფხაზეთიდან დევნილმა სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა ირაკლი ფაჩულიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ის სასტუმრო “ამირანის” სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა.

დევნილის განცხადებით ის წლებია ხელისუფლებას  საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

საბოლოოდ, ადგილზე მისულმა სასულიერო პირმა  არსებული ვითარების განმუხტვა შეძლო.

პროტესტის შემდეგ ირაკლი ფაჩულიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა.

“ჩვენი მთავრობისგან ვითხოვ, რომ დამაკმაყოფილონ ბინით! დავიღალე ამ ცხოვრებით! ან თავს მოვიკლავ, ან რაღაცით დამეხმარონ. მე ახლა ვიცი, თუ რაღაცას შემპირდებიან, ამის მერე დამიწყებენ თრევას აქეთ იქით. მათრიონ მერე… მთავარია, ჩემს შვილს თავშესაფარი ჰქონდეს. მეტი არაფერი არ მინდა,”- განაცხადა ირაკლი ფაჩულიამ

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა

რუსთაველზე მოშიმშილე ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

Joni Kvaracxelia

დღეს, საქართველოს პატრიარქმა სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე იქადაგა

დატოვე კომენტარი