განცხადებები

ანჯეი დუდა: რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია

ანჯეი დუდა — რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია — არ შეიძლება, ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს, რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს!

რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია, — პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადება ახსნა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიასთან დაკავშირებით ჩემი ქმედებები და პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია: რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია“, — განაცხადა ანჯეი დუდამ. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ოკუპაცია, დანაშაულს წარმოადგენს. „არ შეიძლება, რომ ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან ეს ომი თავისუფალმა სამყარომ უნდა მოიგოს. ჩვენ ყველანი სასტიკი იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით ვდგავართ!“ — აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. პოლონეთის პრეზიდენტმა Kanal Zero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცის დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ სჯერა, რომ უკრაინა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს. ანჯეი დუდას განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ზვარიში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყირიმი არის უკრაინა: ეს ასეა და ასე იქნება“.

მსგავსი პოსტები

«ნიკა მელია იქნება თავისუფალი…დავიმშვიდოთ ახლა ნერვები…»-გიორგი ვაშაძე

roma sajaia

«არ ვიცი როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მეოთხე ჯოხებითა და ქვებით მოხდება»

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმმა დასკვნა გამოაქვეყნა

roma sajaia

დატოვე კომენტარი