«ლელოს» ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუქსემბურგში საგარეო მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.
«ანტიქართული ქმედებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკოსებთან ერთად აწარმოებს ამ ქვეყანაში, რომ დაგვაბრუნოს რუსულ ჭაობში, ეს ყველაფერი იქნება დასჯადი, ცივილური ფორმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა დაიჩაგროს ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვიყოთ ცივილური, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ნაწილი. გეუბნებიან, რომ ამ კანონით ვერ გახდებით ჩვენი ევროპული კავშირის წევრი» — ამბობს ხაზარაძე.