სხვადასხვა

„ანტიოკუპაციური ტაქსი“ თბილისში მალე გამოჩნდება

«ანტიოკუპაციური» ტაქსი, რომლის იდეა მოძრაობას «ძალა ერთობაშია» ეკუთვნის, მალე თბილისის ქუჩებში ვიხილავთ. საყურადღებოა ის, რომ მისი დანიშნულება იქნება საინფორმაციო-შემეცნებითი და საქველმოქმედო. ის მოხატული იქნება საქართველოს დროშითა და მავთულხლართების კომბინაციით.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ «ანტიოკუპაციურ» ტაქსს ფიქსირებული ტარიფი არ ექნება ანუ მგზავრს შეეძლება იმდენი გადაიხადოს რამდენის სურვილიც ექნება. შემოსული თანხა კი მოხმარდება ორგანიზაციის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები, სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობის დახმარებას.

ტაქსით მგზავრობა იმით იქნება საინტერესო, რომ მასში დამონტაჟდება მონიტორი, სადაც მგზვრებს ექნება საშუალება იხილონ რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კადრები, ხოლო მძღოლებთან სურვილისამებრ შეეძლებათ ისაუბრონ რუსულ საფრთხეებზე და ოკუპაციის პრობლემებზე, რადგან ტაქსის მძღოლები ორგანიზაციის «ძალა ერთობაშია» წევრები იქნებიან.

ზოგიერთ მდზავრს გაუმართლებას და მათ დაემგზავრება საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომელთან ურთიერთობა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ იდეა «ანტიოკუპაციური» ტაქსის შესახებ ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას «ძალა ერთობაშია».

 

ფაქტები.ჯი

 

 

მსგავსი პოსტები

სომხეთში პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება

«კაკაია ტამ იშჩო აფხაზია ილი ცხინვალი»-კონსტანტინე გამსახურდია ვიდეოს აქვეყნებს

roma sajaia

მალხაზ მაჩალიკაშვილმა  სუს-ის შენობა 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა

დატოვე კომენტარი