განცხადებები

ანტიოკუპაციური მოძრაობა «ძალა ერთობაშია» არასამთავრობოებს ხვდება

ანტიოკუპაციური მოძრაობა «ძალა ერთობაშია» ხვალ გეგმავს საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს შეხვდეს და მიაწოდოს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ფეისბუქ გვერდზე დააანონსა.

«პარასკევს, 18 ოქტომბერს, 11:00-ზე სასტუმრო «ციტრუსში» (9 აპრილის ქუჩა 3) ანტიოკუპაციური მოძრაობა «ძალა ერთობაშია» პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

  • შეხვედრის მიზანია შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, კერძოდ, წაღვლი-ჩორჩანის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დროს მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალის გაცნობა და არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ მასშტაბურად ინფორმირება.
  • შეხვედრაზე ანტიოკუპაციური მოძრაობა წარდგება კონკრეტული ინიციატივით, რომელიც, მოწონების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ერთიან, კოორდინირებულ მოქმედებას ოკუპაციის ახალი ტალღის შესაჩერებლად.

    ვრცლად:

მიმდინარე წლის აგვისტოდან ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ უკვე მიიტაცა ხაშურის რაიონის კუთვნილი ასეულობით ჰექტარი მიწა — სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებული დაახლოებით 300 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი და ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი უკანონო საგუშაგოც დადგეს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ოკუპაციის საფრთხის ქვეშ დადგა ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფელი ყობი და იქვე მდებარე დოლომიტის საბადო. სეპარატისტებმა აღნიშნული მიმართულებით გზის გაყვანა უკვე დაიწყეს.

სამუშაოები ყობის ერთადერთი მცხოვრების გენადი ბოსიკოვის სახლიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში, მდინარე ფრონესთან მიმდინარეობს. საგულისხმოა, რომ ყობის მიტაცებით საფრთხე ჯერ კიდევ ჩვენს მიერ კონტროლირებად სოფელ კოდასაც ექმნება.

ასეთ ვითარებაში, სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება საქართველოს ხელისუფლების ანტისაოკუპაციო პოლიტიკის კონტურები. გაუგებარია, რატომ არ იდგმება დამატებითი პოლიციური საგუშაგოები ისეთ მოწყვლად გეოგრაფიულ არეალებში როგორიცაა ყობი, კოდა და სხვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგადად, ბრძოლა ოკუპაციის ახალი ტალღის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივიზმისა და აქტივისტების იმედად არის დარჩენილი.

ხელისუფლება ვერ ამტკიცებს, რომ პატივს სცემს მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პრინციპს.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა ოპოზიციური ფლანგის პროდასავლური ნაწილის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადად, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება, რათა პროტესტი იყოს უფრო მასშტაბური და აიძულოს ხელისუფლება, გადადგას საპასუხო მშვიდობიანი ნაბიჯები ოკუპაციის ახალი ტალღის შესაჩერებლად.

‼️ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
🇬🇪️ძალა ერთობაშია!» — ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ?»-ზარქუა

roma sajaia

«თუ ჩაიდინა, ისიც ვიღაცამ ჩაადენინა ძალით»-ხადას ხეობაში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

Joni Kvaracxelia

გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს, შეიცვალოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კვალიფიკაცია

დატოვე კომენტარი