მსოფლიოში

ანგელა მერკელმა ახალი ზომების მიღება გამოაცხადა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ახალი ზომების მიღება გამოაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის ბოლოდროინდელი ზრდის შეჩერებაზეა მიმართული.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არაუმეტეს 50 ადამიანის შეკრება დაიშვება.

„ჩვენ ვიცით, რომ წინ უფრო რთული დღეები გველის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩენებელი სამ თვეში 19 200-მდე შეიძლება გაიზარდოს, თუ ბოლო სამი თვის ტემპი არ შეიცვლება. ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ კონკრეტულად და მიზანმიმართულად. არ გვსურს მთელი ქვეყნის გაჩერება. თავიდან უნდა ავიცილოთ ეს“, — დასძინა გერმანიის კანცლერმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მონტენეგრო კორონავირუსს ამარცხებს

რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვათსაფით სარგებლობისას

ძლიერი ქარბუქის გამო აშშ-ში 3000 მდე რეისი გაუქმდა

დატოვე კომენტარი