სოცქსელი

«ანაფორას ამოფარებული ბნელები თავისი ჭკუით ‘ებრძვიან’ განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანებს…»-ჯაფარიძე

«ადიგენში რაც მოხდა არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი
ქრისტიანობის საფარველსა და ანაფორას ამოფარებული ბნელები თავისი ჭკუით ‘ებრძვიან’ განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანებს
რანაირად შეიძლება ადამიანს ლოცვის საშუალებას არ აძლევდე კერძო ტერიტორიაზე და პრეტენზია გქონდეს რომელიმე ქრისტიანულ ღირებულებაზე?
ადიგენი რად გვინდა, ბათუმში საკუთარ მფლობელობაში არსებულ მიწაზე წლებია მეჩეთი ვერ ააშენეს, მიუხედავად იმისა რომ ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი ინსტანცია მოიგეს
ეს ხდება იმიტომ რომ დღევანდელი საპატრიარქო, რომელიც რუსული საპატრიარქოს გაგარძელებაა, ათწლეულებია პრაქტიკულად სრულად დაცლილია ადამიანური მორალისგან და გადაცეულია მოსახლეობის სიბნელეზე მოპარაზიტირე პოლიტიკურ წარმონაქმნად, რომელიც ვეღარ გაძღა ვერც ფულით და ვერც ძალაუფლებით
ხოლო ე.წ. სუსი, თავისი ‘რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოთი’, არა უსაფრთხოების, არამედ საშიშროების სააგენტოა, რომელიც ნაცვლად იმისა რომ საზოგადოების კონსოლიდაციას უწყობდეს ხელს, საბჭოთა ტრადიციის შესაბამისად ჰყოფს და აპირისპირებს, რომ შემდეგ ხელისუფლებას მისცეს საშუალება გამოვიდეს შემრიგებლის, ‘კარგი მენეჯერის’ როლში
ეს დამპალი სისტემა ერთიანად უნდა დამარცხდეს და დაიშალოს.»

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

მსგავსი პოსტები

«ბიძინა! ეს ერთი მიზეზიც კმარა იმისთვის, რომ ვიყო შენი დაუძინებელი მტერი»-ნუგზარ სულაშვილი

«Великолепная тройка» — დაისაჯონ

Joni Kvaracxelia

«გაეთრიოს და მიაკვდეს სულში მაკკეინს!!!!»- ხათუნა ხოფერია დევიდ კრამერზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი