განცხადებები

ანაკლიის პორტის მშენებლობა შესაძლოა ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდეს?

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუთი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ მან დღეს, 24 ოქტომბერს ბათუმში ამერიკული საზღვაო ხომალდის შემოსვლის ღონისძიებაზე განაცხადა «ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია. ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნშვნელოვანი საქართველოსთვის და რეგიონისთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი ეს პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება». 2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებდა, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონტი ჯგუფს ისედაც ძალიან პასიური როლი ჰქონდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს…»-გიორგი კახიანი სანქციებზე

roma sajaia

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება: ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«არ იცი რითი სუნთქავს საქართველო და შენ გინდა პრეზიდენტობა»- პაატა ბურჭულაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი