განცხადება/მიმართვა

ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი და არა მამუკა ხაზარაძის- თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში „თიბისი ბანკის“  ირგვლივ მიმდნარე პროცესებზე ისაუბრა:

„არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია“,

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო როდესაც პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი. სპეკულაციები, რომ კითხვები, რაც მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის საბანკო საქმიანობის ნაწილში, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საკუთარ თემად აქციოს. არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“ითხოვდა, რომ ხლაპუშკა აუფეთქეთ ერთი-ორიო, მანქანის მარშრუტზეო, ან ჩაუდეთო მანქანის ქვეშო”-ივანიშვილი სააკაშვილს პატარკაციშვილის შეშინებას სთხოვდა

Joni Kvaracxelia

ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს პირბადეები ატარონ

“შედეგები იქნება კატასტროფული…რასაც ვეჭვობ დიდ ოპტიმიზმს არ მისახავს”-მამუკა გამყრელიძე

დატოვე კომენტარი