განცხადებები

«ამ ხელისუფლების ქვეშ იქნება 9 ბალიანი მიწისძვრა, საიდანაც ისინი ვეღარ გადარჩებიან“-შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შალვა ნათელაშვილს ტაქსის მძღოლები შეხვდნენ.

„დღეს ხელისუფლება და ჩვენდა გასაოცრად საპატრიარქოც ითხოვს, რომ „ ლეიბორისტულმა პარტიამ“ გვერდზე გაიწიოს პროცესებიდან, რის შემდეგაც მძღოლების მოთხოვნები დაკმაყოფილდება. ჩვენთვის მთავარია, შეწყდეს ტაქსისტთა გენოციდი. ჩვენთვის მთავარია, ამ ხალხმა არ დატოვოს საქართველო და არ დარჩნენ მშივრები და მათ ადგილას არ გაიხსნას ივანიშვილ-კალაძის სატაქსო კომპანიები და არ ჩამოიყვანონ იქ ირანელი და არაბი მძღოლები, როგორც ამას აპირებენ. ამიტომ, ჩვენ მთელ ძალაუფლებას მიმდინარე პროცესისა გადავცემთ ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს, ვუცხადებთ სოლიდარობას და ველოდებით, თუ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ ხელისუფლების ქვეშ იქნება 9 ბალიანი მიწისძვრა, საიდანაც ისინი ვეღარ გადარჩებიან,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნაციონალური მოძრაობა» პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა-ნუკრი ქანთარია

«მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას…»-სალომე ზურაბიშვილი

Joni Kvaracxelia

სააკაშვილი ჩამოსვლას თუ გაბედავს, ნიკა მელია ციხეში ელოდება-ოხანაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი