პოლიტიკა

«ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია»-პოლიტიკური გადალაგება «ოცნებაში»

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარტიულ თანამდებობას დაატოვებინებენ და ​საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ.

ფორმულას ინფორმაციით, საკადრო ცვლილება ივლისში იგეგმება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კობახიძის კანდიდატურას კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. ცაბუტაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა, შესაბამისად მისი შემცვლელიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს.

ინფორმაცია რომ კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაატოვებინონ, ფორმულამ ჯერ კიდევ 5 აპრილს გაავრცელა. მაშინ, ფორმულას ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო ფორმულას უყვებოდა, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია. ფორმულას ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე.

Loading…

formula

მსგავსი პოსტები

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

რამდენი წლისაა საფრანგეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, რომელიც მაკრონმა აირჩია. ის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერად დასახელდა

Joni Kvaracxelia

«ეგზიტპოლები ბევრია, გამარჯვებული ერთი»-ვლადიმერ ზელენსკი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი