განცხადებები

«ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, იდგას ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა»-ირაკლი ოქრუაშვილი

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაფიქრებინა, რომ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პროცესებთან, ვიდრე ფასეულობათა ბრძოლასთან- განაცხადა პარტია «გამარჯვებული საქართველოს» ლიდერმა  ირაკლი ოქრუაშვილმა

«მაიკ პომპეოს განცხადებების ფონზე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაფიქრებინა, რომ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პროცესებთან, ვიდრე ფასეულობათა ბრძოლასთან. მოვლენები ასევე გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, იდგას ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა, რამაც შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს ივანიშვილს. ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები, ამ ინსტიტუციებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება», — განაცხადა   ოქრუაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

„ბიძინა ივანიშვილი დაბარებული იქნება ინგლისში სასამართლოზე…ყაჩაღობა-ფულის გამოძალვაზე»-ზაზა ოქუაშვილი (ვიდეო)

ცოტნე გამსახურდია აცხადებდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა (ვიდეო)

პატრიარქი დეკანოზ მამალაძეს პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა-მეუფე პეტრე

დატოვე კომენტარი