გუშინ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოხატა. მან საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც «ქართული ოცნების» განცხადების, იმის შესახებ, რომ პარტიას პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება კვალდაკვალ საკუთარ ეზოში მოაწყო. ზურაბიშვილმა ისევ გაიმეორა 10 წლის წინანდელი რიტორიკა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო: «მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა. ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში. ამ საომარ ვითარებაში ომი საქართველომ დაიწყო. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია. ასევე ევროკავშირიც ამას ადასტურებდა. ჩვენ ამას არ გადავხედავთ. »
«როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციებს, რომელზეც გვაფრთხილებდნენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და ევროპელები მე არ ავყვები. როცა პატარა ქვეყანა ხარ, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო,» — დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდება, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. თავის მხრივ «ქართული ოცნება» სავარაუდოდ არჩევნებში მას დაუჭერს მხარს.