განცხადება/მიმართვა

“ამ მძიმე ბრძოლაში, აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა”-სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ “ოცნების” მიერ რუსული კანონის შემობრუნების შესახებ “ფორმულასთან” განაცხადება გააკეთა:

“არ ვარ ახლა აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური.

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს  ონკოპაციენტებს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის, ამ ბრძოლაშია, მხნეობა ვუსურვო, ენერგია ვუსურვო, ოჯახისა და მეგობრების თანადგომა, რამაც მე გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ.”-განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი პოსტები

“ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური”-მამუკა ბახტაძე 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე

Joni Kvaracxelia

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრი გახდება?

Joni Kvaracxelia

ნიკა გვარამია: ასეთი რამ არ მომხდარა არა თუ ქართული ტელევიზიის, არამედ განვითარებული ქვეყნების ისტორიაში

დატოვე კომენტარი