სოცქსელი

ამ კითხვაზე პასუხი…ჩემთან არა, მათთანაა- ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

«ნაციონალური მოძღაობის» ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს:

«მედიის ნაწილს აქვს უცნაური კითხვა, ვაწერ თუ არა მანიფესტს ხელს, უცნაური, იმიტომ რომ მანიფესტი ჯერ არ არსებობს.
ამ კითხვაზე პასუხი, რომ დიახ ვაწერ, ან არა არ ვაწერ, ჩემი მხრიდან, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დავადასტურო ან უარვყო ხელმოწერა დოკუმენტზე რომელიც ჯერ არ არსებობს. ჩემთვის მანიფესტის შინაარსს აქვს მნიშვნელობა და არა მის დასახელებას, ერთობას უნდა გულისხმობდეს, უზრუნველყოფდეს და არა უბრალოდ ერქვას.
მანიფესტი პარტიაში წერტილს უნდა უსვამდეს არაფორმალურ მმართველობას და რეალურ, დემოკრატიულ და წარმომადგენლობით მმართველობას აყალიბებდეს.
შესაბამისად კითხვა, ერთობას თვლიან თუ არა მნიშვნელოვნად და აწერენ თუ არა ხელს — ჩემთან არა, მათთანაა.»

მსგავსი პოსტები

«მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2…მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს»-ნიკა გვარამია

ტელეკომპანია იმედის თანამშრომელს, ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Joni Kvaracxelia

რომელი ცნობილი პოლიტიკოსია ფოტოზე?

დატოვე კომენტარი