Uncategorized

«ამ დანაშაულს ვერსად გაექცევით…ჩემი რჩევა იქნება ქვეყნიდან გაქცევა არ გადაწყვიტოთ»-მაჩალიკაშვილი გოგაშვილს

პანკისის ხეობაშ სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი მამა,  სუს-ის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა,  რომელიც სტუმრად ინგა გრიგოლიას გადაცემაში იმყოფებოდა.

«როცა ადამიანი მაღალი დონის პროფესიონალია თავისი საქმეში როგორიც ქალბატონი ინგა გრიგოლია მას არ უნდა დაუჯდეს ეთერში ისეთი ადამიანი როგორიც არის სოსო გოგაშვილი მხდალი და ლაჩარი არსება რომელიც ცდილობს მთელი ტყუილების ბლაყუნით რაღაცის გასაჯაროვებას და ცდილობს თავისი ბინძური ტყავის გადარჩენის მიზნით რაღაც არ არსებული საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს სოსო გოგაშვილო და ირაკლი ჩიმაკაძე დიდ შარში ხართ ძალიაან დიდ შარში რომ იცოდეთ თქვენს ნასეტკებთან ერთად ნასედკები კი ყველა ეროვნებისა გყავთ ხეობიდან დაწყებული აჭარამდის ჩათვლით ამ დანაშაულს ვერსად გაექცევით ტყუილად ფართხალებთ ჩატაევი მიშასი და მერაბიშვილისთვის დიდი დამნაშავე საშიში პიროვნება იყო რომელიც ქვეყნისთვის საფრთხეს უქმნიდა და ციხეშიც ამიტომ ჩასვეს მაგრამ თქვენ რახან თქვენი პირდაპირ მოკავშირე იყო გაანთავისუფლეთ ქართულ ჯიგრულ პონტში და გაუშვით თქვენი საქმეზე რაღაც რაღაცების მოსაგვარებლად მაგრამ მან ის ვერ შეძლო და თქვენც ზუსტად ის ვერ აპატით დრო ყველაფერს დაფქვავს უეჭველად დაელოდეთ
ისე ჩემი რჩევა იქნება ქვეყნიდან გაქცევა არ გადაწყვიტოთ აქ უფრო უსაფრთხოდ იქნებით მანამ სანამ თქვენი კოშმარები არ დაიწყება»

Loading…

მსგავსი პოსტები

26 აპრილს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

21 მარტს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

ლიეტუვაში «ქართველების ქუჩა» — Kartvelu Street გახსნა

დატოვე კომენტარი