სოცქსელი

«ამოჟლიტეს მთელი ოჯახი…»-ელენე ხოშტარია

პარტია «დროას» ლიდერი, ელენე ხოშტარია სამების ტაძარში ხატზე სტალინის გამოსახულებაზე სარებავის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა:

«წამიც არ გამკვირვებია სტალინის ‘დიადი გამოსახულება’ სამებაში. დღეს ეს ინსტიტუტი სწორედ რუსეთს და ძალადობას ქადაგებს.

ამასთანავე, როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრი ვარ შეურაცხყოფილი. ამ ჯალათის უშუალო ხელმოწერით დახვრიტეს ჩემი 27 წლის ბაბუა. ამოჟლიტეს მთელი ოჯახი ფაქტიურად, დიდი ბაბუა, ბაბუის ძმა, გადაასახლეს ბებიის და და ასე შემდეგ.

ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებას და ღირსებას რომ ამახინჯებს ეს ერთი და პირადად როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრის გათელვაა ეს.

არაფერს არ მოვითხოვ ამათგან, ეს ფორმალური კეკლუცობა იქნებოდა. მაგრამ, პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში სტალინმა და სტალინისტურმა მეთოდებმა სწორი ადგილი დაიკავონ სანაგვეზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საბჭოთა ნარჩენები – მურისიძის სასამართლო, სუსი, პარტიული მონობა, ძალადობა და აშ. – ჩაბარდეს წარსულს.”

მსგავსი პოსტები

» »ოცნების» დადგენილება ხორავას ქუჩის საქმეზე, 73 მომხრე და 1 წინააღმდეგი, როცა პარლამენტში 25-მდე დეპუტატი იჯდა, სხვის პულტებს აჭერენ ხელს, არც რცხვენიათ»-სერგი კაპანაძე

Joni Kvaracxelia

«ბოლო სერიაში კი… ტნანანაააააა… მიშა ბრუნდება და ბიძინე ისევ მის დაფინანსებას იწყებს“-ცოტნე გამსახურდია

«ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს კორონავირუსის გადატანა !»

roma sajaia

დატოვე კომენტარი