ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი დარეგისტრირდა

0
108

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა. ამნისტიის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში შალვა შავგულიძემ დაარეგისტრირა. დოკუმენტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამნისტია არ უნდა შეეხოთ თანამდებობის პირებს, ვინც 20-21 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება გასცა და სამართალდამცველებს, ვინც აქციაზე ძალაუფლებას გადაამეტა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ