ამნისტია უნდა შეეხებოდეს ორივე მხარეს, როგორც შეტევის განმახორციელებლებს ასევე მომგერიებლებს-კობახიძე

0
134

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა:

«ამნისტია საერთოდ არ იყო ჩვენი ინიციატივა და ჩვენი იდეა, ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და ამ ინიციატივის საფუძველზე ჩაიდო ის მიშელის დოკუმენტში. აქ საუბარია, რომ ამნისტია უნდა შეეხებოდეს ორივე მხარეს, იგულისხმება როგორც შეტევის განმახორციელებლები, ასევე შეტევის მომგერიებლები. ეს იყო ელჩების იდეა. მოგვიანებით გაჩნდა საპირისპირო პოზიცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეაქცია იყო ის, რომ თუ ადამიანს არ სურს ამნისტია, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მისი კონსტიტუციური უფლებაა, უარი ამნისტიაზე თქვას. კონსულტაციები გვექნება, თუმცა რა შეიცვლება და რა არა, ამას საბოლოოდ პარლამენტი გადაწყვეტს»- განაცხადა კობახიძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ