“რუს სამხედროებს სერიოზული და რთული ბრძოლა აქვთ უკრაინელებთან. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინის ერთბაშად დამარცხებისთვის, მათ ეს უკვე გაკეთებული ექნებოდათ”.
“არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო, ამის შანსები ძალიან მცირეა”- ამის შესახებ ორბანი საზოგადოებრივ რადიოს ესაუბრა.
