განცხადება/მიმართვაპერსონა

ამირან გამყრელიძის თქმით კორონავირუსი ახლო მომავალში არ მორჩება

„კორონავირუსი არც ივნისში აღმოიფხვრება, არც ივლისში და არც აგვისტო-სექტემბერში. ჩვენ ამ ტიპის რესპირაციულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ,”- ტვ პირველის ეთერში განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით ის ემხრობა მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას თუმცა რამდენიმე შეზღუდვა მაინც უნდა დარჩეს.
“ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადეებით სიარული, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება.
მსოფლიოში დამკვიდრდა ახალი ტერმინი – პოსტკორონავირუსული სამყარო.
ეს ეხება არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებას. 1-2 თვის შემდეგ ხანდაზმული ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩით სახლში“ შეიძლება აღარ იყოს ისეთივე მკაცრი.
6-8 თვის შემდეგ, დიდი ალბათობით, გვექნება მედიკამენტები, რომლებიც ამ კორონავირუსზე პირდაპირ იმოქმედებენ. დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის იქნება შექმნილი ვაქცინა. ამიტომ გვჭირდება ეს შეზღუდვები, თავდაცვის წესები იმისთვის გვჭირდება, რომ სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნა მოასწრონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ ვერაფერს ხდება ის საქართველოსთან…ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს რუსეთი რაღაც გზებს”-მეთიუ ბრაიზა

ვიდეო, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა! მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ქართველ ხალხს (ვიდეო)

“ამ ხელისუფლების ქვეშ იქნება 9 ბალიანი მიწისძვრა, საიდანაც ისინი ვეღარ გადარჩებიან“-შალვა ნათელაშვილი

დატოვე კომენტარი