განცხადებები

ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგომას

ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდლმთავრებს სთხოვს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას, «გვერდში დადგომას». მანვე განაცხადა, რომ ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში «განსაკუთრებულია».

«გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერ», — მიმართავს გამყრელიძე სინოდის წევრებს.

მანამდე, მან მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს და პატრიარქს, პანდემიის პირველი ტალღის დროს დახმარებისთვის.

«პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, საქართველოს ეკლესია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. ყველას გვჯერა ეკლესიის და მადლობა მინდა ვთქვა, პანდემიის დაწყების შარშანდელ პერიოდში როგორი პოზიციით მოგვეხმარა, განსაკუთრებით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომ მინიმალური დანაკარგით გამოვედით.

იცით, რა რთული პერიოდი იყო წინასააღდგომოდ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო. ეკლესიის მოწოდებებმა დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში.

მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოელ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ მნიშვნელოვან პროცესში განსაკუთრებულია», — ამბობს ამირან გამყრელიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«გაბუნიას შეეშალა და ახლა პუტინის ქართველი გავრილოვები შეტევაზე გადმოდიან რიგითი გახარიას გადასარჩენად»-გიგი უგულავა

«მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს“-არჩილ თალაკვაძე

მესამე ტალღიდან გამოსვლა გართულდება — ამირან გამყრელიძე

დატოვე კომენტარი