განცხადება/მიმართვა

ამირან გამყრელიძე რეკომენდაციებს ამკაცრებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, სპეციალურ ბრიფინგზე, რეკომენდაციებს ამკაცრებს და მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე საერთოდ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.

„მინდა გავავრცელო რამდენიმე მოწოდება და რეკომენდაცია. ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ თავი შეგვეკავებინა თუ აუცილებელი საჭიროება არ არის მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობას, ესენი იყვნენ: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია ძირითადად. დღეს მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას ზოგადად თავი ავარიდოთ მოგზაურობას, რადგან ევროპაშიც მაღალი გავრცელების მაჩვენებელია. მინდა მივმართო ადამიანებს, განსაკუთრებულად მათ ვინც ბრუნდებიან იტალიიდან, რომლებიც ძირითადად არიან საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი: თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმი. ვისაც აქვს სიმპტომები ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან რომ აქვთ სიმპტომები და წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებებს, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით დროებით იმალება სიმპტომი. ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე. ამით თქვენ ხელს უშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს»-ზურაბ ჯაფარიძე ბრალდებებს პასუხობს

Joni Kvaracxelia

«ვნახეთ ევროვიზიაზე ვინ გაიმარჯვა, ვნახეთ ცეცხლი ვის წააღებინეს, არც კაცი იყო და არც ქალი და ეს ტენდენცია გრძელდება»-დეკანოზი შალვა კეკელია

roma sajaia

«ყანდიაშვილი, თავის გადარჩენისთვის ბევრ რამეს «დაფქვავს»

დატოვე კომენტარი