„ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ბოლო დღეების ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები — განსაკუთრებით რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე და სხვა დადებითობის მაჩვენებლები იკლებს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს. თუმცა, შესაძლებელია ეს გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Loading…