ამერიკული სანქციები გზაშია-აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები

0
228

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს იღებს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენის კიდევ ერთ წერილს , სადაც არც მეტი და არც ნაკლები, ამერიკულ სანქციებზე მკვეთრი მინიშნებაა გაკეთებული.

„შემჩნეული ნეგატიური ტენდენციების გამო, მნიშვნელოვანი ყოველწლიური უცხოური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები…

ჩემს ხმას ვამატებ მზარდ ორპარტიულ შეშფოთებას, რომელიც აშშ-ის კონგრესმენებმა გამოთქვეს საქართველოს განგრძობადი უკუსვლის შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობისგან “, – ასეთ დიპლომატიურ, მაგრამ მკვეთრ მინიშნებას იძლევა ტეხასის შტატის კონგრესმენი რენდი უებერი პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში.

ამერიკული სანქციები გზაშია – ხელისუფლება „დასპოილერებულია“

როგორც ვხედავთ, თავის მიმართვაში ტეხასის შტატის კონგრესმენმა შეშფოთება გამოთქვა, სწორედ „საქართველოს განგრძობადი უკუსვლის“ თაობაზე.

ამ წერილიდან ისიც კარგად ჩანს, რომ ოპოზიციონერ გიგი უგულავას პოლიტიკური ნიშნით დაკავებამ მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დაუმძიმა.

კონგრესმენ უებერის წერილი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი არა თუ საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხებაზე საუბრობს, პრემიერ გახარიას საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზეც მკაცრ მინიშნებას უკეთებს.

ამერიკელი კანონმდებლის ამ წერილით, შეგვიძლია, თამამად ვიმსჯელოთ, რომ თუ ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დაზიანების პროცესს გააგრძელებს, ამერიკული სანქციები გზაშია და ის აუცილებლად ჩამოვა გახარიას დაანონსებულ „ბოლო სერიაში“.

მანამდე კი, საქართველოს ხელისუფლებას აშშ-გან სიტუაციის გამოსწორების შანსი მიცემული აქვს, რადგან უკვე „დასპოილერებულია“, რა დაემართება ამ „ბოლო სერიაში“ .

აღსანიშნავია, რომ მიმართვა ამერიკელმა კანონმდებელმა არათუ გახარიას გაუგზავნა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა. მან წერილის ასლი გადაუგზავნა შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს, რომელიც ამერიკული სანქციების დაწესებას პირადად ახმოვანებს .

იხილეთ სრულად: 2020news

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ