აშშ-მა გაყინა ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები ქვეყანაში, რათა მათზე წვდომის საშუალება არ მიეცეს თალიბანის დაჯგუფებას, რომელმაც ქაბულში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. ბაიდენის ადმინისტრაციამ ავღანეთის სახსრების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო 15 აგვისტოს, როცა თალიბები ქაბულში შევიდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, აშშ-ის ანგარიშებზე ინახება ცხრა მილიარდი დოლარი, რომელიც ავღანეთის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის. მარაგის ძირითადი ნაწილი ინახება New York Federal Reserve Bank-სა და აშშ-ის სხვა საფინანსო ინსტიტუტებში.
Loading…