ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა.
აშშ-მ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს დაუწესა სავიზო შეზღუდვები. ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომლის სამიზნედ განსაზღვრულია საკუთარ საზღვრებს მიღმა ჟურნალისტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ მოქმედი ქვეყნები. რომლებიც, მათ შორის, ავიწროვებენ, აშინებენ ან უთვალთვალებენ მათ. გამოცემის ინფორმაციით, ეს შეზღუდვა, ასევე, გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც.
Loading…