სხვადასხვა

ამერიკის შეერთებული შტატები 5G ქსელთან დაკავშირებით საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერის თქმით, აშშ საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშში. „30-მა ქვეყანამ შეიტანა წვლილი ე.წ. პრაღის წინადადებაში, რათა შეიქმნას უსაფრთხო 5G ქსელის ინფრასტრუქტურა და არ იყოს გამოყენებული მომწოდებლები ავტორიტარული ქვეყნებიდან ისეთის, როგორიცაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. 5G-სთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება იგეგემება უკრაინასთან, საქართველოსთან და სერბეთთან, რათა ამ პარტნიორმა სახელმწიფოებმა იკისრონ ვალდებულება, რომ ისინი თავს შეიკავებენ აკრძალული ტექნოლოგიების გამოყენებისგან“, – განაცხადა რიკერმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

ვანო მერაბიშვილი ციხეში მოწამლეს?(ვიდეო)

დაკარგული კავკასიური ნაგაზი პატრონმა ამოიცნო

დატოვე კომენტარი