ამერიკის მეგობართა კლუბმა, ამერიკის ეროვნული დღესასწაული საზეიმო მიღებით აღნიშნა

0
18

ამერიკის მეგობართა კლუბმა, ამერიკის ეროვნული დღესასწაული საზეიმო მიღებით
აღნიშნა.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისა და დეკლარაციაზე
ხელისმოწერის 246 -ე წლის აღსანიშნავად სასტუმრო ბილტმორში წვეულება გაიმართა.
ოფიციალურ მიღებას, საქრათველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა
და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი
სიტყვით მიმართა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.
მოხარული ვარ გაცნობოთ რომ, 4 ივლისს წელს მეთვრამეტედ ავღნიშნავთ და ვამაყობთ
რომ, ამ წლების განმავლობაში, ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერ
ორგანიზაციებთან ერთად ვზეიმობთ საქართველოს ერთგული მეგობრის და მტკიცე
მოკავშირის, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.
ვფიქრობ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ, 4 ივლისი არა მხოლოდ ამერიკელ
ხალხს ანიჭებს სიხარულს, არამედ მათაც ვისაც სურს იყოს თავისუფლების მეგობარი. ამაში
იგულისხმება ისიც რომ, ეს დღე არის საზეიმო ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც
დემოკრატია, ფასეულობების სისტემას წარმოადგენს.
ამასთან ერთად ყოველჯერზე ვრწმუნდებით რომ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე
ქართველებისთვისაც განსაკუთრები ძვირფასია, ამ წვეულებაზე შექმნილი გარემო კი,
ბედნიერების ემოციით არის სავსე და კიდევ უფრო მეტად აახლოვებს ქართულ-ამერიკული
მეგობრობის მხარდამჭერებს.
წელს შესრულდა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან
30 წელი. ამ წლების განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქართველ
ხალხთან მტკიცე მეგობრობა და დღესაც, მსოფლიოსთვის ამ უმძიმეს ვითარებაში
აგრძელებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მხარდაჭერას.
ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ავღნიშნო რომ ქართველი ხალხის სახელით
ორგანიზებულმა წვეულებამ მოგვცა შესაძლებლობა, ურყევი მეგობრობის გზავნილი
გაგვეგზავნა ამერიკელი ხალხისთვის და მადლიერება გამოგვეხატა, გასული სამი
ათწლეულის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი
საქმისთვის.
ამავდროულად, 4 ივლისი არის ერთ-ერთი საუკეთესო დღე იმისთვის რომ, დავანახოთ
ყველას, როგორც სახელმწიფოს შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც თუ რა
დამოკიდებულება აქვს თავისუფლების მოყვარულ ქართველ ერს, ამერიკელი ხალხის
მიმართ.
დასასრულს მსურს მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს ვინც
შემოუერთდა დეკლარაციის ხელმოწერიდან 246 წლის იუბილის საქართველოში აღნიშვნის
ინიციატივას და ამავდროულად მხარი დაუჭირა ქართულ ამერიკული მეგობრობის მუხტის
გაძლიერებას.

კომპანია პე ეს პე; ლიბერთი ბანკი; თელავის ღვინის მარნი; Radisson Collection Hotel; Radisson Blu Iveria; Le Méridien Batumi; Hotel Ambassadori Goderdzi; Biltmore Hotel Tbilisi; ნატალი ჯგუფი; კომპანია “პრესტიჟი-ისი პარი“; McCANN Tbilisi; კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია; McDonald’s Georgia; კომპანია სარაჯიშვილი; კომპანია პიელ ნატურალსი; ამერიკული კომპანია KVG; აშშ-ის საელჩო საქართველოში; კომპანია ვაკე; კომპანია ენერჯი; წლევანდელი ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია მთავარი და ტელეკომპანია პირველი. არშემიძლია რამოდენიმე სიტყვით არ შევეხო რუსეთის ფედერაციის იმ სისასტიკეს, რომელსაც დღესაც აგრძელებს უკრაინელი ხალხის მიმართ. მიმაჩნია, რომ რომ სადაც არუნდა ვიყოთ რა მნიშვნელოვან თარიღსაც არუნდა ავღნიშნავდეთ, ყველგან უნდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ. სწორედ ამ დეკლარირებული მეგობრობის დასტურად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ნაწილში, უკრაინის ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ ადამიანებს, განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა. 4 ივლისს, სასტუმრო ამბასადორი ამერიკული დეკორაციით და აქსესუარებით მოირთო, სადაც ნამდვილი ამერიკული გარემო სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, წვეულებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ეთნო-ფოლკ ჯგუფი “შარას” რეპერტუარისთვის, დამტკბარიყვნენ ულამაზესი ქართული ცეკვებით, მიეღოთ მონაწილეობა 4 ივლისის სადღესასწაულო ლოტოტრონში და დაეგემოვნებინათ განსაკუთრებულად გემრიელი 4 ივლისის ტორტით. ამერიკის დამოუკიდებლობის დღესასწაული გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

თამარ ქუთათელაძე

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ