განცხადებები

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი — რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივის “უცხოური აგენტების შესახებ“ ვრცელ განცხადებას ავრცელებს

კრემლის დავალებით ბიძინა ივანიშვილი აჩქარებს სვლას ბნელი რუსეთისკენ, საკანონმდებლო ინიციატივა “უცხოური გავლენის აგენტი“ კი მისი უკანასკნელი თავშესაფარია
იმ დროს როცა ევროკავშირი დაჩქარებულად განიხილავს საქართველოს ევროპული მომავლის საკითხს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა მათივე სატელიტი დაჯგუფების “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული, რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივა “უცხოური გავლენის აგენტი“
კრემლის პროპაგანდით ზურგგამაგრებული და ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო კანონპროექტი სრულად აცდენილია ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიის ფასეულობებთან და ევროკავშირის ღირებულებებთან.
ხაზგასმით აღსანიშნავია რომ, არც ერთ ევროკავშირის ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი ტიპის კანონი, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ,“უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი აქტიურად გამოიყენება მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში — თავისუფალი აზრის ჩასახშობად.
2 მარტს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებული რუსული ხასიათის კანონპროექტი, არასამთავრობო და დამოუკიდებელ მედეა ორგანიზაციებს ავალდებულებს ნებაყოფილობით აცნობონ სახელმწიფო სტრუქტურებს და ამავდროულად აღიარონ, რომ ისინი არიან “უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსის მატარებლები, ჯაშუშობენ და მოქმედებენ საქართველოს საწინაამღდეგოდ, იმავდროულად ლობირებენ გრანტის გამცემი ქვეყნის ინტერესებს.
ანუ, “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული რუსული კანონპროექტის თანახმად, ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეეძლება ევროპული ან ამერიკული გრანტით დაფინანსებული იურიდიული პირი, მედეა ორგანიზაცია თუ ბიზნეს სუბიექტი მოიხსენიოს უარყოფით კონტექსტში, მიანიჭოს მას მოღალატის იარლიყი და ამ სტატუსიდან გამომდინარე შეეზღუდოს თავისუფლად მუშაობის საშუალება. რუსული ხასიათის კანონპროექტი არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა სისწრაფით მიყავს ივანიშვილის რეჟიმს საქართველო ბნელი რუსეთისკენ.
P.S. ორგანიზაციები უცხოური აგენტების რეესტრში არ დარეგისტრირდებიან ან ამოირიცხებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია შეწყვეტს უცხოური წყაროებიდან თანხების მიღებას და პოლიტიკურ აქტივობას.
ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში, ლეგიტიმურად დაკანონდება მკაცრი შეზღუდვები სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე. დაწესდება მკაცრი შეზღუდვები სამოქალაქო აქტივობაზე, ქვეყანაში აღარ იარსებებს პლურალიზმისა და შეკრების თავისუფლების გარანტია, კიდევ უფრო შეიზღუდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების შემდგომი გაძლიერება.
მაგრამ ყველაზე მთავარი და საშიში ის არის რომ, ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებისთვის იქნება ივანიშვილის რუსული სურვილების აღსრულების ახალი ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩახშობად. რუსული ხასიათის კანონი კიდევ უფრო გაადვილებს ხელისუფლების კრიტიკოსების დასჯას. კრემლის მიერ დაფინანსებული პრორუსი რადიკალების მხრიდან გახშირდება ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმები, ხელისუფლებას მიეცემა ღია რეპრესიებისა და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რაც უარეს შემთხვევაში გამოიწვევს ოპოზიციის აქტივისტების ციხეში დიდიხნით ჩასმას ან უმეტესობის ქვეყნიდან გაქცევას.

ძნელი დასაჯერებელია მაგრამ სამწუხარო ფაქტია რომ, პოლიციელები ანგარიშვალდებულები არიან არა ხალხთან არამედ პარტია ქართული ოცნების ხელისუფლებასთან.
უკვე არავისთვის არარის სიახლე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის გახდა ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი, პოლიციის უკანონო ქმედება კი არ არის დასჯადი.
შეგახსენებთ რომ 2 მარტს სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის წინ შეიკრიბა და მწვავედ გააპროტესტა ანტიდასავლური საპარლამენტო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული რუსული კანონპროექტი. ამ საშინელი კანონპროექტის კანონად ქცევამდე კი ვიხილეთ პოლიციელების მიერ გამოყენებული არაპროპორციული და აგრესიული რეაგირება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნების ტაქტიკური ქმედებები დაუნდობელი სისასტიკით გამოირჩეოდა მომიტინგეებთან ბრძოლაში. მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევამ, კიდევ ერთხელ დამანახა რომ, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს ყველაზე მეტად სიამოვნებთ ხელისუფლებაში მყოფი პარტიული ლიდერების უკანონო დავალების შესრულება და მათ წინაშე პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციონირება.
2023 წლის 2 მარტს კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ, ჩვენ ვცხოვრობთ არა დემოკრატიულ სახელმწიფოში სადაც პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის გარემოება რომ, ამ პირთა დიდი ნაწილი, ნებისმიერ დროს მზად არის უერთგულოს ივანიშვილის რეჟიმს და თავი დააყენოს კანონზე მაღლა.გახშირდა შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი ადამიანი
უკანონობაზე თანხმობის გამოცხადება მათი გამოვლენილი ნება და არჩევანია, მაგრამ ყველა კანონდამრღვევ მაღალჩინოსან პოლიციელს მინდა შევახსნო საქართველოს კონსტიტუციის 17 მუხლი სადაც ნათლად წერია, რომ ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო დაუშვებელია. ხშირია შემთხვევები ზემოთ აღნიშნული პოლიციელების საქციელი კი მთლინად ეწინაამღდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
რუსული ხასიათის კანონპროექტმა გაამყარა ეჭვი რომ ქართულ უკრაინული მეგობრობის ხიდი შემთხვევით არ დანგრეულა
დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება არ იყო სიფრთხილით გამოწვეული შემთხვევითი ფაქტი, ან თუნდაც როგორც თავად განმარტავენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად მიღებული გადაწყვეტილება.
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება იყო მკაცრდ განსაზღვრული პოლიტიკური აქტი, საერთაშორისო მესიჯი და ევროპასთან დაპირისპირების პირველი ღია მცდელობა.
საზოგადოებაში ევროპული ამბიციის დასაქვეითებლად კრემლის ფავორიტმა საქართველოს ხელისუფლებამ, ონლაინ სივრცეში დაიწყო ევროპული არჩევანის წინაამღდეგ მოღალატეობრივი გეგმის ამუშავება. უფრო კონკრეტულად კი, პარტიის დაქვემდებარებული ჯგუფებიდან საინფორმაციო ომის იარაღად შეარჩია სანდო პირები, რომლებსაც ფულის სანაცვლოდ დაევალათ საინფორმაციო ომის წამოწყება უკრაინის ხელისუფლების წინაამღდეგ.
ამავდროულად, გონიერებას მოკლებული ხელისუფლებამ, ბოტების და ტროლების საშუალებით საზოგადოებაში მიზანმიმართულად განავითარა ანტი ევროპული და ანტი ამერიკული განწყობები.
სწორედ ამ საინფორმაციო ომის დაწყებისთანავე გაირკვა რომ, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ევროკავშირთან მეგობრობის ხიდს მიზანმიმართულად ანგრევდა.
ყოველგვარ ლოგიკას ცდება, როცა ხელისუფლების მაღალჩინოსანები ირიბად მაგრამ პატრიოტული მონდომებით, გულმხურვალედ უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაზე გამარჯვებას. პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილის ხელისუფლება დაუფარავად აგრძელებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და კრემლის გზავნილების გავრცელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, არც ეს რუსული ხასიათის ინიციატივა შეიძლება შეფასდეს როგორც ქვეყნის ინტერესების გამტარებელი კანონპროექტი. პირიქით, კანონად გადაქცევის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იქნება კონტროლირებადი ტელევიზიების თუ სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია და განავითაროს აზრი, რომ ქვეყნისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახში დაბრუნების დაჟინებული მოთხოვნა. რუსული პროპაგანდის მსგავსი ყალბი ინფორმაციით კი ხელისუფლება ეცდება ფართო მასებზე სასურველი ზეგავლენის მოხდენას.
ამიტომ, სანამ დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მინიმალურ დონეზეა ივანიშვილის კონტროლირებადი ხელისუფლება მშვიდად განაგრძობს მოსკოვთან თავისი დიპლომატიურ საქმიანობას.
რუსული ხასიათის კანონპროექტით ივანიშვილს სურს რომ ამერიკელებს აჩვენოს თუ ვინ არის საქართველოში ძლიერი ძალა.
როცა საქართველოს მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ რა იმალება ამ საკანომდებლო ინიციატივის უკან ? რათქმაუნდა რუსეთთან ურთიერთოებების კიდევ უფრო გაღრმავების საშუალება.
უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით რომ ივანიშვილის სურვილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მომავალი დაუკავშიროს რუსეთს და ამერიკელებს აჩვენოს რომ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის არის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა.
ივანიშვილის ეს განზრახვა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ხელი შეუშალოს და მინიმუმამდე შეამციროს აშშ-ს და ევროკავშირის ყოფნა საქართველოში. მან ამ გეგმის განხორციელება ღიად დაიწყო და თუ მას შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეაფერხებენ, მზადაა კრემლის ანტი დასავლურ პროპაგანდას უფრო ფართოდ გაუხსნას კარები და კიდევ უფრო მეტი ანტიდასავლური კანონი მიაღებიოს საქართველოს პარლამენტს.
იქ რაშიც ქართული ოცნების ხელისუფლება მიზანმიმართულად გვაბრუნებს სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის პროდასავლურ საგარეო ორიენტაციას და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. ეს რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას, ქვეყნის დასუსტებას, დესტრუქციას, პოლარიზაციასა და თავისუფალი აზრის დევნას.
ჩვენ ისტორიულად ყოველთვის წარმოვადგენდით ევროპის ნაწილს, ამიტომ ჩვენი ეროვნული ვალია გავერთიანდეთ და მიმდინარე წელი გავხადოთ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის ქვაკუთხედი.
საკმარისია ჩუმად ყოფნა, გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და პროპორციული პასუხი გავცეთ შეუხედავი და ბუჩქოვანი რუსი ოლიგარქის ზურგს უკან დამალულ დაჯგუფებას და მათ ინიცირებულ რუსული ხასიათის კანონპროექტს. ხმამაღლა გავაგონოთ ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ქართველი ხალხის მყარი სურვილია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მოგმართავთ და მოგიწოდებთ კვლავ შევიკრიბოთ 6 მარტს დილის 9 საათზე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალით უთხრათ არა ივანიშვილის და ქართული ოცნების რუსულ ხელისუფლებას.
ამ რუსული ხასიათის კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში ათასობით ადამიანი გახდება ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ქართული ოცნება კი კიდევ უფრო ღრმად გაიდგავს საქართველოს მიწაზე მის ფართოდ დატოტვილ რუსული ფესვებს.

ილია ზუკაიშვილი
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

Loading…

მსგავსი პოსტები

23 მაისიდან თბილისში ვიწყებთ აქციებს-ვარლამ გოლეთიანი

ილია მეორე ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

roma sajaia

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცნობილია

დატოვე კომენტარი