განცხადება/მიმართვა

“ამერიკის, ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების გარეშე შეუძლებელია საქართველოს უსაფრთხოება დაცული იყოს”-მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ, განცხადება “ამერიკის ხმასთან”  ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც მეუფემ აღნიშნა რომ დასავლეთი, ამერიკა, ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს მოკავშირეები არიან. მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს.

“დასავლეთი, ამერიკა, ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს მოკავშირეები არიან. მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ძლიერი მოკავშირე გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანას ყოველთვის სჭირდება მხარში ედგას დიდი ქვეყანა, რომელიც დაგიაცავს შენი მეზობლისგან, რომელიც გჩაგრავს”

“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ გვიწევს ოკუპაციაში ცხოვრება. მცოცავი ოკუპაცია, ბოლო დროს განვიათარებული მოვლენები, ჩვენთვის უცხო არ არის და ვფიქრობ, თითოეულ ქართველს ეს გათავისებული უნდა ჰქონდეს”

“ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვა რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან თუ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ეს აუცილებელია”.-განაცხადა მამა საბამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ახლა მოგმართავთ მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება”-თაკო ჩარკვიანი სააკაშვილს მიმართავს

“სოსო რობაქიძე მუდმივად ვაჭრობდა საკუთარი შვილის სულით”-კუპრავა

“ხვალ კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად”-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი