აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა ჰონგ-კონგის ავტონომიის შელახვის გამო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
„დღეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ვაცხადებ. აღნიშნული შეზღუდვები იმ პირებს შეეხება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰონგ-კონგის ავტონომიისა და ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების შელახვაზე“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
Loading…