საინტერესო

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა მოიწონა ”ალი და ნინო”


ამერიკელმა ბიზნესმენმა, გამომგონებელმა და ინვესტორმა ილონ მასკმა ”მოიწონა” საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმის ერთ – ერთი ღირსშესანიშნაობა — მოძრავი ქანდაკება ”ალი და ნინო”.

8 წამიანი ვიდეო რგოლი, რომელიც გამოაქვეყნდა Twitter-ის გვერდზე «World of Engineering» (ინჟინერიის სამყარო). სწორედ მანდ მიიპყრო ამერიკელი მილიარდერის ყურადღება.

ქანდაკება «ალი და ნინო», რომელსაც სიყვარულის ქანდაკებას ეძახიან, ბათუმის ბულვარის დასაწყისში, 2011 წლის ზაფხულში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიდგა. ტურისტებში პოპულარული ქანდაკების ავტორი თამარ კვესიტაძეა.

ქანდაკების ოფიციალური სახელია „კაცი და ქალი“. თუმცა, ჩვეულებრივ, შვიდი მეტრის მოძრავ ფიგურას ეწოდება «ალი და ნინო» — ასე ერქვა გერმანიაში გამოქვეყნებულ კურბან საიდის ანონიმური რომანის გმირებს.

ქანდაკებები ნელა მოძრაობენ ერთმანეთისკენ,  პოზიცია ყოველ 10 წუთში იცვლება, სანამ ისინი არ ხვდებიან და არ ერთდებიან. ამის შემდეგ იწყება საპირისპირო პროცესი, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ დასჭირდა საქართველოს 300 მლნ დოლარი 2008 წლის ომის დროს? — რა საიდუმლო გაახმაურა გიორგი ქადაგიძემ

Joni Kvaracxelia

რამდენით შეიცვალა დედამიწის ბრუნვის სიჩქარე???

«ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი