სხვადასხვა

ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავლენიანი ამერიკელი სენატორის გარდაცვალების მიზეზად, მწვავე  ქრონიკული დაავადებები სახელდება.

რიჩარდ ლუგარი ინდიანას შტატის სენატორი იყო და აგრეთვე “ლუგარის ცენტრის” პრეზიდენტი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბირთვული და ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის დახმარების პროგრამაზე მუშაობდა.

აღნიშნული პროგრამით 7600 საბჭოთა ბირთვული ქობინის დეაქტივირება მოხდა და განადგურდა 900-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა.

ლუგარის სახელს უკავშირდება, თბილისში 2012 წელს აშშ-ის დაფინანსებით აშენებული საზოგადოებრივი  ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაექვემდებარა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსმა ოკუპანტებმა 24 წლის საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საქართველოში ამინდი გაუარესდება

იგოეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

დატოვე კომენტარი