ამერიკელები სტუმრად დასავლურ პლატფორმაში (ფოტოკოლაჟი)

0
758
????????????????????????????????????

9 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში დასავლური პლატფორმის ეგიდით ჩატარებულ რეგიონულ ყრილობაზე, დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალური ვიზიტით ჩამოსული მესამე სექტორის წარმომადგენლები ქრისტინა პუშოუ და ლორეტა ჰარინგტონი, ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ შმაგი ჩოხელი, აღნიშნულ ფორუმზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განიხილეს სახელმწიფოში არსებული პრობლემები, ისაუბრეს სამომავლო სტრატეგიებსა და გეგმებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ტრანსფორმაციის ცენტრი free mind-ს ხელმძღვანელმა გიორგი ფანჯავიძემ წარადგინა სახელმწიფოში არსებული სავალალო მდგომარეობის მოკლე ანალიზი, აგრეთვე მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის მიმდინარე აქციებზე და ზოგადად საქართველოში  ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევების დეტალური სურათი,განმტკიცებული ფოტო და ვიდეო მასალით.

სოსო გურულმა წარადგინა ქვეყანაში არსებული სტატისტიკური მდგომარეობა, ხოლო გიგა ნასარიძემ და ანა ჭარხალაშვილმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მცოცავ ოკუპაციაზე და ჰიბრიდულ ომზე, რაც დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება.

ფორუმზე ორგანიზაციებმა გადაინაწილეს საკითხები, რომელთა განხორციელებასაც სამომავლოდ სახელმწიფოს განვითარებისთვის, აუცილებელ მოცემულობად მიიჩნევენ, ასეთია:დემოკრატიული პრინციპები, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მართვაში ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესება, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სხვადასხვა პრევენციული ზომების მიღება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ფორუმის დასასრულს, დასავლურ პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჯონი კვარაცხელიას (ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება “ლაზარე”) თაოსნობით, ამერიკელ სტუმრებთან ერთად წავიდნენ ხურვალეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან, რათა სტუმრებისთვის უფრო ახლოს, დეტალურად გაეცნოთ ის მძიმე სურათი, რომელიც ენდემური წარმოშობის მოსახლეობისათვის ყოველდღიურ ნორმად გადაიქცა.

საოკუპაციო ხაზიდან დაბრუნების შემდეგ, გაემართნენ რუსთაველის გამზირზე შვილმოკლულ მამებთან და კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადეს ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ისინი მომსწრნენი გახდნენ პოლიციელების მხრიდან შეზღუდვებისა, რომელსაც ადგილი ქონდა შვილმოკლული მამების მიმართ. კერძოთ მათ ბანერების დადგმის უფლება არ მისცეს აქციის მონაწილეებს, რამაც სტუმრებში გაკვირვება გამოიწვია.

ამერიკელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ, თითოეულ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც აუცილებლად წარადგენენ შეერთებული შტატების კონგრესში.

გიორგი ფანჯავიძე

 

ფოტოები რომან საჯაიასი

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ