პანკისის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, სადაც მოითხოვეს ხეობაში ჰესების მშენებლობის შეჩერება და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პანკისში გამართულ აქციაზე განცხადება გააკეთა:
„ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სიმართლე გითხრათ და უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მეთოდებს, არ მივიჩნევ საჭიროდ, გავაჟღერო. არის ჩვენი განსაკუთრებული მეთოდები, რომ დავუპირისპირდეთ ამ უსამართლობას ,“ — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.