ამბროლაურში 13,299 ლარად ნაყიდი 600 ძირი კვიპაროსიდან 492 გახმა

0
35

“2017 წლის მაისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქუჩის გამწვანების სამუშაოების შესყიდვაზე, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 25,149 ლარი იყო, საბოლოოდ ხელშეკრულება დადიო შპს „ელიტ ბილდერ გრუპთან“ და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 13,299 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით მიმწოდებელს უნდა დაერგო 600 ძირი კვიპაროსის ნერგი.

თავდაპირველად კომპანიას კვიპაროსის ნერგები 2017 წლის ივნისისთვის უნდა დაერგო, თუმცა მან ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტმა სამუშაოები 6 თვის დაგვიანებით, 2018 წლის 8 იანვარს ჩაიბარა.

საბოლოოდ, სამუშოების დასრულებიდან 5 თვის თავზე 600-დან 492 ნერგი გახმა. 2019 წლის აპრილში მიმწოდებელმა გამხმარი ხეები ჩაანაცვლა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით დარგული ხეების უმრავლესობა კვლავ გამხმარია.

2018 წლის მონაცემებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 11,000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია. 2018 წელს 4,019 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებდა, მათგან 1,868 ოჯახია. ამ პირობებში ამბროლაურის მერიამ 10,905 ლარი გამხმარ ნერგებში გადაიხადა.

ცნობისთვის, იმავე წელს შშმ 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარებისა და შშმ პირთა ზრუნვის ხელშეწყობის პროგრამისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 12,000 ლარი დახარჯა, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გამხმარ ნერგებში.

თანხა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ გამხმარ კვიპაროსებზე დახარჯა, საკმარისი იქნებოდა ერთი წლის მანძილზე 15 ბავშვისათვის სოციალური დახმარების უზრუნველსაყოფად“ – წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ