ამბავი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა.
ადგილობრივები სკოლის მოსწავლის სუიციდის მიზეზების სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ, მეზობლები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანს მძიმე ყოველდღიურ ცხოვრება ჰქონდა, შაკოს გვარი სკოლის ბუფეტში, ნისიების რვეულში ეწერა და დღეში 50 თეთრით ვალად ფუნთუშას ყიდულობდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რასაც ვალით ყიდულობდა, ნახევარს მცირეწლოვან ძმას უყოფდა.
გამოძიება დაადგენს სინამდვილეში გახდა თუ არა გაჭირვება თვითმკვლელობის მიზეზი.
სკოლაში შაკოს დადებითად ახასიათებენ, მისი პედაგოგი იხსენებს, რომ შაკო ძალიან ნიჭიერი, უკონფლიქტო მოსწავლე იყო.
Loading…