სოცქსელი

«ამას ვწერ იმათთვის, ვინც ამბობს: „ერთი ჩვეულებრივი ვირუსია”…მსგავსი არასდროს არაფერი მქონია»

ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი გუშინ დაუსვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:

«გუშინ მე-8 დღე იყო და და ყველაზე მაღალი სიცხე დაფიქსირდა. ღამე, 39.2, სუნთქვა ცოტა გახშირდა და ხველაც. ჟანგბადი დამიმატეს. თავიდან გაჯიუტდა ტემპერატურა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოიწია.

დილით 38-38.5 მაქვს ხოლმე ბოლო 3 დღეა. ასე ცოდნია ვირუსს, რომელიც მესამე დღეა უკვე თავისი ძალის დემონსტრირებას მიჩვენებს.

ამას ვწერ იმათთვის, ვინც ამბობს: „ერთი ჩვეულებრივი ვირუსია”… ბევრი იცით ვირუსი, რომელიც ამდენი დღე უსიმპტომობაში გამყოფებს და 1 კვირის შემდეგ გიტევს. მსგავსი არასდროს არაფერი მქონია. ნუ, კოვიდიც პირველად დამემართა. დღეს კატეს გამიკეთებენ.

ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. ლევანი ისევ ისეა, მაგრამ ახლა ამბობს ყელის ტკივილი დამეწყოო. კატე უწევს ლევანსაც. წინასწარ მეუბნებიან, რომ ანთება თუ მექნება პანიკაში არ ჩავვარდე.

ასეთი მიმდინარეობის დროს ეს მოსალოდნელიაო. ხანდახან ძალიან მშვიდად ვარ, მაგრამ საღამოობით ცოტა შიში შემეპარება.

მერე ლევანი შემომძახებს ხოლმე თავისი ომახიანი ხმით და მოვდივარ აზრზე ხანდახან ძალიან მეზარება წერა აქ და კაკუნი. მაგრამ როგორც კი დავაგვიანებ ინბოქსში მწერენ: არიქა, როგორ ხარო. ჰოდა, ასე ვარ. მგონია, რომ რაღაც თამაშია. და უნდა ვითამაშო, სხვა რა გზაა?! დამარტყამს – დავარტყამ მეც. დამარტყამს – დავარტყამ და ერთხელაც ისე ვგლიჯავ გავაფრენ ამერიკაში.

სხვა ყველაფერი ისევ ისეა. ვწევართ, ვდგებით, ვკითხულობთ, გვჩხლეტენ, ვიცინით, ხან არაფრის თავი არ გვაქვს.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!!»-18 წლის მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა

Joni Kvaracxelia

«ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს»-სააკაშვილი

roma sajaia

«შენ მოგიკვდა დედა,დეეეეეეეე. არ მინდა სიცოცხლე დე,შენთან მინდა ნიაა.»-თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედა ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

დატოვე კომენტარი