განცხადებებისოცქსელი

«ამას ვწერ დევნილი აფხაზეთიდან და ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრე…»-ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

«1. რასმუსენის მიერ ნახსენები ვარიანტის განხორციელებისთვის საჭირო პირობაა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.

2. საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას სჭირდება პასუხი ერთ შეკითხვაზე:

თუ ნატოში მიგვიღეს, დაიკარგება თუ არა აფხაზეთი და ცხინვალი. უფრო კონკრეტულად – მიიერთებს თუ არა რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, როგორც ყირიმი მიიერთა. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად ახლაც ანექსირებულია, მაგრამ უშუალოდ ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა, ბუნებრივია, უმძიმესი ამბავი იქნება.

ესაა აქ მთავარი სირთულე. არ უნდა მიკიბ-მოკიბვა. ასახსნელია ხალხისთვის, რუსეთის ეს საპასუხო ნაბიჯი რეალური იქნება თუ არა. ეს იყო და იქნება რუსული პროპაგანდის მთავარი საკითხი. ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეკითხვა პროპაგანდის გარეშეც არსებობს.

ამას ვწერ დევნილი აფხაზეთიდან და
ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრე, რომელსაც კარგად მესმის მეხუთე პუნქტის უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.

ველოდები კომენტარებს, რომ გავფანტოთ შიში ამ საკითხზე.»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საგანგებო განცხადებას ავრცელებს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით

«დაპატიმრების ბრძანებებსაც პირადად გასცემდა და სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის როლს ირგებდა… ბიძინას ჯალათი და გამპრავებელი»- დავით ნებიერიძე ეკა ბესელიაზე

Joni Kvaracxelia

«გეკომფორტულებათ ივანიშვილის საქართველო და დივანზე ფეხმორთხმულებს გინდათ ტირანის დამარცხება»-ნიკა გვარამია სააკაშვილის შტაბზე

დატოვე კომენტარი