ანალიტიკაპუბლიკაციები

ამასობაში გლობალური «საგადასახადო რევოლუცია» გვიახლოვდება

«დიდი შვიდეული» შეთანხმდა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გიგანტებმა უნდა გადაიხადონ გლობალური მოგების გადასახადი, რომელიც არ იქნება 15 %ზე ნაკლები და, სავარაუდოდ, განაწილდება ყველა ქვეყანაზე პირდაპირპროპორციულად.
კომპანიები აქამდე მოგების გადასახადს იხდიდნენ რეგისტრაციის მიხედვით. გამონაკლისის გარეშე, ყველა ციფ.ტექ. გიგანტი კომპანია (გუგლი, ამაზონი, ფეისბუქი..) დარეგისტრირებულია ე.წ. «საგადასახადო ოაზისის» ქვეყნებში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია.
დიდი შვიდეულის შემდეგ შეთანხმებაზე იმსჯელებს დიდი ოცეულიც.
ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება.
დარწმუნებული ვარ, გლობალური «საგადასახადო რევოლუცია» ამით არ დასრულდება და მარტო მოგების გადასახადით არ შემოიფარგლება.
სამომავლოდ, როგორც კომპანიების, ასევე პლანეტის ყველა მაცხოვრებლის გადახდილი გადასახადებიდან ნაწილი მოხმარდება გლობალურ მიზნებს, ხოლო დიდი ნაწილი ადგილობრივს — ეროვნულს.
ყველა ადამიანი თავს უნდა გრძნობდეს როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს მოქალაქედ.
ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს თანაბარ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე პლანეტის ინტერესების წინაშეც.
სამართლიანი გლობალური წესრიგი და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ გლობალური ინსტიტუტების შენების კვალდაკვალ (ეროვნულის შენარჩუნების პარალელურად).
სასწაულ ეპოქაში ვცხოვრობთ
სწორ გზასაც ვადგავართ

შმაგი სამხარაძე

Loading…

მსგავსი პოსტები

15 ივლისი — 30 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან

Joni Kvaracxelia

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ახლო აღმოსავლეთში: ჩინეთი, აშშ და ირანი

«ამ ორ ფიგურას შორის აქვს არჩევანი ქართველ ამომრჩეველს» — თეიმურაზ ზაქრაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი