სოცქსელი

«ამათ რა იციან, ღირსება რა არის…და იქ ხუილოს დდშვც კიდევ ერთხელ!»-ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

«თუ ვინმემ იცის კარგად რუსული საქართველოში, ერთერთ მათგანად თავი მიმაჩნია. გაბუნიას ნაბოდვარს რომ ვუსმენდი, ასე ვთქვათ, რუსი მსმენელის ყურით, სირცხვილით არ ვიცოდი სად წავსულიყავი. იმიტომ, რომ ლექსიკურად, იდიომატურად, სტილისტურად, და რაც მთავარია, ე.წ. პრაგმატულ-სიტუაციური ზემოქმედების მხრივ იყო უკიდეგანო გოიმობა და სიბრიყვე. და რაც მთავარია, სრულიად არაადეკვატური, არაპრაგმატული, როგორც ზემოთ ვთქვი, რადგან რუსი მსმენელი ამას შეურაცხყოფად კიარა, უფრო სულით ავადმყოფის ბოდვად მიიჩნევდა. ასე რომ, შეურაცხყოფის კომუნიკაციური მიზანიც ვერ იქნა მიღწეული, ამიტომ ამას ლინგვისტურად პრაგმატულობასთან აკავშირებენ.

მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოვიხდიდი ბოდიშს ჩვენი მთავრობის და მერუსეთეების ადგილას. იცით, რატომ? მსმენელი, რომელმაც ეს შეურაცხყოფადაც კი ვერ აღიქვა, ამ ბოდიშებს მისი ძერჟავნიკული მენტალობიდან გამომდინარე მიიღებს არა როგორც გულწრფელ წუხილს უღირსობისა და უსაქციელობისათვის, არამედ სულით ვაჭარი, კინტო ერის სინანულს რუსული რუბლების დაკარგვისათვის. მაგრამ ამათ რა იციან, ღირსება რა არის…

ასე რომ, ზოგჯერ თქმა სჯობა არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. და იქ ხუილოს დდშვც კიდევ ერთხელ!»-წერს ცოტნე გამსახურდია

Loading…

მსგავსი პოსტები

«ცოტა ხნის წინ დამიწუნა ერთმა მსუქანიაო, მსუქანი არ ვარ, სრული ვარ»-ბეგაშვილი

Joni Kvaracxelia

«ასმაგად გაბრაზებული ვარ…»-ნანუკა ჟორჟოლიანი

roma sajaia

«პრემიერმინისტრი მოიქცა როგორც მოღალატე, როგორც ქვეყნის გამყიდველი!» — ვაჟა გაფრინდაშვილი

დატოვე კომენტარი