კრიმინალიმსოფლიოში

ალექსეი ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატის არსეობა საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატის არსეობა საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ბერლინში განმარტეს, ნავალნისგან აღებული ნიმუშები ამ ორ სახელმწიფოში დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად გაგზავნეს. ამასთან, კიდევ ერთი ნიმუში ქიმიური იარაღის აკრძალვის კომისიაშია გაგზავნილი, რომელიც საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ფრთხილად… გარეთ ჩიკატილოები დადიან!

9 მაისის აღლუმი არ გადაიდება

უკრაინის საზღვრები კვლავ იკეტება

დატოვე კომენტარი