ომი უკრაინაში

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა ერთ კვირას ან შესაძლოა, მეტხანს გაგრძელდეს

საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა კიდევ ერთი კვირის და შესაძლოა მეტის განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ზელენსკის ოფისის მრჩევლის თქმით, რუსეთი დატოვებს კონტინენტის ნაწილს კიევის მახლობლად, რათა შეაჩეროს უკრაინის ჯარების მოქმედებები და არ მოხდეს მათი გადაყვანა რთულ მიმართულებებზე.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალებს ათავსებს უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ზონაში, რათა იქ უპირატესობა მოიპოვოს და უკრაინული ძალები ალყაში მოაქციოს.

Loading…

მსგავსი პოსტები

ახლა არის მომენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაორმაგებლად- რიში სუნაკი

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

«ამერიკის მეგობართა კლუბის» მიერ გამართულ სოლიდარობის აქციაზე უკრაინის საელჩოსთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ

დატოვე კომენტარი